Saturday, March 20, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა:

1.პროექტის სახელი:
საქართველოს დაცული ტერიტორიები, ბუნების დაცვა.

2. პროექტის მოკლე აღწერა:
ერთი მთლიანი პროექტია(ბუნების დაცვა), რომელიც, თავის მხრივ, ქვეპროექტებისგან (საქართველოს დაცული ტერიტორიები)შედგება. თემა აქტუალურია, საინტერესო, საშუალებას გვაძლევს გავცდეთ ერთი გაკვეთილის ჩარჩოებს, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და მოსწავლეეებს შევთავაზო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა აქტიური თანამშრომლობის, გარემოსა და ცხოვრებისეულ მოვლენებთან რეალური კავშირების დამყარების მიზნით.

3.პროექტის სრული აღწერა:
  • მოსწავლეებს ვაცნობ თემას და მიმოვიხილავ ზოგად ჭრილში..საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ნაცნობი ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ შეკითხვები.შემდეგ ეტაპზე კლასს ვყოფ 5 ჯგუფად, სადაც ხდება მოვალეობების გადანაწილება (ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ვინ არის შემსრულებელი, ვინ რას და როდის აკეთებს, ვინ უკეთ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ვინ ხატავს, ვის აქვს ორიგინალური ხედვა).
  • ფუნქციების გადანაწილების შემდეგ მოსწავლეებს მივუთითებ ინფორმაციის წყაროებს, ვაკავშირებ შესაბამის სამსახურთან (ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო), ადამიანებთან(საქართველოს დაცული ტერიტორიების თანამშრომლები).
  • მოსწავლეები აყალიბებენ კვლევის გეგმას, სადაც დაწვრილებით აღწერენ კვლევის პროცესის ყველა ნაბიჯს( ლიტერატურის , ინტერნეტიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან ინფორმაციის შეგროვება), ადამიანური (რესპოდენტების მონახვა), მატერიალიური(ტრანსპორტის,ფორმატის ფურცლების, ფერადი ფანქრებისა და საღებავების ,მარკერების ,აუდიო და ვიდეოაპარატურის)რესურსების მოძიებას.
  • შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები უკვე იწყებენ გეგმის რეალურად ხორცშესხმას,ინფორმაციის შეგროვებას, შეჯერებას, ანალიზს, უღრმავდებიან საკვანძო საკითხებს,იწყებენ ჩანაწერების წერას, აქტიურად ზრუნავენ პროექტის ვიზუალურ მხარეზეც , იყენებენ შემოქმედებით პოტენციალს,ქმნიან პრეზენტაციას, ვებ-გვერდს, პლაკატებს, კედლის გაზეთს, საველე კვლევის აღმწერ ფოტომასალას.
  • პროექტის მონაწილეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმით: 1)ორგანიზება, 2) შინაარსის კორექტულობა, 3)ენობრივი გამართულობა, 4)კვლევა, 5) თვალსაჩინოებები, 6) შემოქმედებითობა, 7) კავშირი სხვა საგნებთან, 8) პრეზენტაცია.
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.

5.ვადები/ ხანგრძლივობა: 10 სამუშაო კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების,მონაცემთა ანალიზის,ორგანიზებულობის , შემოქმედობითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარი.

7.მოსალოდნელი შედეგები:
მოგროვილ მასალას განვათავსებ ბლოგზე.

8. სარგებელი სხვებისთვის:
ბუნების დავის თემა აქტუალურია. გლობალური, ამიტომ ვფიქრობ პროექტით სხვებიც დაინტერესდებიან, გაიზიარებენ ჩემს მოსწავლეთა თუნდაც მცირე გამოცდილებას.

9.სამუშო ენა: ქართული
.
10.მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ მყავს.

11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ბიოლოგიასთან,ისტორიასთან ინტეგრირებას. დაგეგმილი სასწავლო პროექტი პირდაპირ უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს: ისტ.გეო. VIII.1 მოსწავლე აანალიზებს რუკებსა და სხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს(ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები, ადგენენ მარტივ რუკებს.)
ისტ.გეო.VIII.2. მოსწავლე გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებიტ შეისწავლის ტერიტორიების მდებარეობას.

12.. პროექტის ფასილიტატორი: თამარ ტეტელოშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamrikoteteloshvili@gmail.com

14. პროექტის ფორუმი: არ მაქვს.

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://tamrikoteteloshvili.blogspot.com/